შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ბიძინა ვისაც რის უფლებას მისცემს, ისე იქნება სიტუაცია"- ოქრუაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38074 
 04 მაისი 2019

გაუგებარი რაღაც თქვა გახარიამ, რომ იქ სპეცრაზმი არ ყოფილაო. აბა ის ვინ იყო? „ქართული ოცნების“ ფანკლუბი?!, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შს მინისტრის პარლამენტში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ პანკისში განვითარებული მოვლენების შემდეგ თავმოყვარე მინისტრი თანამდებობას დატოვებდა. ამასთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის გაუგებარია, რაში გამოიხატება კრიზისის ჩახშობის კარგი უნარი, რაზეც უმრავლესობის დეპუტატებმა ისაუბრეს.

„კრიზისის ჩახშობა რაში გამოიხატა?! რა მივიღეთ? დასისხლიანებული პოლიციელები, დალეწილი და დამწვარი პოლიციის მანქანები, შეურაცხყოფილი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტი - პოლიცია. და კრიზისის ჩახშობის ნიჭი რაში გამოიხატება? ორწელიწადნახევრის განმავლობაში, ვხელმძღვანელობდი ორ უწყებას, ყველაზე რთულ პერიოდში, ყველაზე მაღალი ტემპერატურის და დიდი დაძაბულობის ფონზე რუსეთთან. ერთი ადამიანი დამეღუპა მხოლოდ სოფელ ქურთაში დაბომბვის შედეგად. იმის მერე ერთი დანაკარგი არ გვქონია იმ დაძაბულობის ფონზე და აქ მოწმენდილ ცაზე, სრულიად მშვიდ ვითარებაში, ამდენი დალეწილი პოლიციელის და დამწვარი პოლიციის მანქანების შემდეგ თავმოყვარე შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგებოდა საერთოდ. გუშინ საერთოდ გაუგებარი რაღაც თქვა გახარიამ, რომ იქ სპეცრაზმი არ ყოფილაო. აბა ის ვინ იყო? „ქართული ოცნების“ ფანკლუბი?!“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ამასთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, პანკისში განვითარებული მოვლენები შს მინისტრის უგუნრი ქმედებების შედეგი იყო.

„გახარიას უჭკუობის შედეგი იყო ყველაფერი, რაც მოხდა. იმ ადამინებმა ჩათვალეს, რომ უსამართლობას ჰქონდა ადგილი. მისულიყვნენ, დალაპარაკებოდნენ და კარგად აეხსნათ, რა სოციალური შედგების მომტანი იქნებოდა, რა კეთილდღეობის მომტანი იქნებოდა მათთვის ის ჰესი. ამ ყველაფერს გახარიამ მერე ცეცხლზე ნავთი დაასხა, როცა თქვა - დაჭერები დაიწყებაო. უარესად გააღიზიანა ხალხი“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მან ასევე გამორიცხა, რომ გიორგი გახარიას გარკვეული ძალები, თუნდაც სუს-ის უფროს ვახტანგ გომელაური უწყობს მსგავს პრობლემებს.

„გომელაური რისი მომწყობია 24 საათი კომპიუტერზე თამაშობს სამსახურში, რისი მომწყობია ეგ. ბიძინა ვისაც რის უფლებას მისცემს, ისე იქნება სიტუაცია. გახარიას ვინ რა უნდა მოუწყოს?!“, - აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება