შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაგოდეხში მდინარეები ადიდდა და სახლები დატბორა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30663 
 05 მაისი 2019
გადაუღებელი წვიმების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა და სოფლები დატბორა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობაა ვარდისუბნისა და აფენის თემში.
დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები, საცხოვრებელი სახლები, მოსახლეობას ელექტროენერგია და სასმელი წყალი არ მიეწოდება.

"ზარალის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან ინფრასტრუქტურული კუთხით ჯერჯერობით არ შემგვსვლია, მაგრამ დატბორილია მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, სათბურები, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახერხოთ სახლებიდან წყლის ამოტუმბვა,"- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია