შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როდის დაიწყება მართვის მოწმობის მისაღებად პრაქტიკული გამოცდის ქალაქის პირობებში ჩბარება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38076 
 04 მაისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ავტომობილის მართვის უფლებაზე გამოცდის გარეთ გატანა, ანუ პრაქტიკული ნაწილის ქალაქში ჩაბარება, აგვისტოს თვეშია დაგეგმილი.

სამინისტროს ინიციატივა ჯერ მთავრობის სხდომაზე უნდა განიხილონ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, მოწონების შემთხვევაში კი, ის საკანონმდებლო პროექტის სახით პარლამენტს წარედგინება.

პროცედურების დაწყებამდე საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალურ განცხადებას ჯერ არ აკეთებენ.

არსებული ინფორმაციით, უწყებაში მუშაობენ პრაქტიკული გამოცდისთვის საჭირო ადგილების და მარშრუტების განსაზღვრაზე. ამ ეტაპზე უცნობია, მართვის მოწმობის მისაღებად ქალაქის პირობებში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოხდება თუ არა, ყველა იმ ქალაქში, სადაც ამჟამად გამოცდის ჩაბარება ხდება.

მართვის მოწმობის მსურველებს გამოცდის ჩაბარება ქვეყნის 13 რეგიონში შეუძლიათ, მათ შორის არის: რუსთავი, თელავი, ახალქალაქი, გორი, ახალციხე, საჩხერე, ამბროლაური, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი და მესტია.

პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად, ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობის მსურველს წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი თეორიული გამოცდა, რომლის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში კანდიდატს შვიდ დღეში ერთხელ შეუძლია გამოცდის პრაქტიკულ ნაწილზე გასვლა.

მსგავსი შეზღუდვა არ არის დაწესებული პრაქტიკულ გამოცდაზე ფასიანი გასვლის შემთხვევებში, გარდა მექანიკური გადაცემათა კოლოფის ავტომობილებისა. იმ შემთხვევაში, თუ 30 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, კანდიდატი თეორიულ გამოცდას აბარებს თავიდან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია