შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილი არსად ჩამომსვლელი არ არის, რამ შეგვაშინა?"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38098 
 05 მაისი 2019

“ეს მგელი მოდის, მგელი მოდის და სააკაშვილი ხომ არ ჩამოვა, მგონი ყავლი გაუვიდა ამას”,– ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

"ბიძინა ივანიშვილს აქვს ასეთი სურვილი. მან ახლა შეიცვალა განწყობა და მიაჩნია რომ 5-6 პარტია უნდა შევიდეს პარლამენტში ოღონდ, რა თქმა უნდა, მისი სატელიტი პარტიები ვინც მის ჭკუაზე ივლიან ცოტა ძვირი დაუჯდება მაგრამ არა უშავს. არ გამოუვა ეს ბიძინა ივანიშვილს. მომავალი არჩევნები 2 პოლუსიანი არ იქნება.

მე ვფიქრობ, ყველა ძალიან კარგად ხვდება იმას რომ ეს მგელი მოდის, მგელი მოდის და სააკაშვილი ხომ არ ჩამოვა, მგონი ყავლი გაუვიდა ამას . სააკაშვილი არსად ჩამომსვლელი არ არის და რომ ჩამოვიდეს რა იზამს?!… რომ ჩამოსულიყო რა იქნებოდა? რას იზამდა? რა უნდა ექნა? პრეზიდენტი იყო და წასვლა მოუწია, რამ შეგვაშინა ასე ამ სააკაშვილი?!"-განაცხადა ბურჯანაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
პოლიტიკა