შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა ზარალი მიაყენა ალაზანმა გურჯაანს კომისია ხვალიდან დაითვლის

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მაისი 2019

ადიდებულმა ალაზანმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მცხოვრებლები დააზარალა. გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, საუბარია ასობით ჰექტარზე. განადგურებულია ხოლ-ბოსტნეულის ბაღები, ვენახები და მარცვლოვანი კულტურები.
-„ალაზნის ხიდის ქვემოთა ნაწილი ადმინისტრაციული ლაგოდეხის ტერიტორიაა, თუმცა იქ ნაკვეთები აქვთ ვეჯინის, ძირკოკის, ჭანდრისა და სოფელ გურჯანის მოსახლეობას. ასობით ჰექტარი მიწაა დატბორილი, ვენახები, ხილ-ბოსტნეული და მარცვლოვანი კულტურები. ჩასატარებელია ნაპირსამაგრი სამუშაოები, დავგეგმავთ და ვაცნობებთ შესაბამის უწყებებსაც, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. საქმის კურსში ჩავაყენეთ „საქართველოს ბანკი“. ვისაც სესხი აქვს აღებული და მოსავალი გაუნადგურდა, მათ საკითხს დეტალურად გაივლიან კრედიტოფიცრები,“- განუცხადა speqtri.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სპეციალური კომისია ზარალის დათვლას ხვალიდან დაიწყებს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია