შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ოქროსა და ვერცხლის მედლები 69 წარჩინებულ მოსწავლეს გადასცეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22466 
 03 მაისი 2019
დაჯილდოების ცერემონია მესხეთის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა. 69 კურსდამთავრებულიდან 50–მა ოქროს, 19–მა კი ვერცხლის მედალი მიიღო. მოსწავლეებს მედლები ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმღძვანელმა ხათუნა ხმალაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გადასცეს.„ძალინ მიხარია, რომ ოქროს მედალი მივიღე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩემ მასწავლებლებს“, – ამბობს ახალციხის მესამე სკოლის კურსდამთავრებული, ჰოვიკ პეტროსიანი.მედლების გადაცემის საზეიმო ღონისძიებას ცეკვით, სიმღერებითა და ლექსებით ადგილობრივი ანსამბლები აფორმებდნენ.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია