შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როცა მინისტრი იყო არავის მოწონდა, რაც წავიდა უცბად ყველას მოეწონა- ხუხაშვილი ქობულიაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38112 
 06 მაისი 2019

“სანამ ეს კაცი (გიორგი ქობულია) ეკონომიკის მინისტრი იყო არავის არ მოწონდა. მინისტრობიდან რაც წავიდა ყველას მოეწონა უცბად”,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია პირველთან საუბრისას განაცხადა.

“პრეცედენტი როდესაც არ ამბობს კონკრეტულ მიზეზებს გიორგი ქობულია, პრემიერმა კი აქო და ადიდა, თქვა რომ ბრწყინვალე სპეციალისტია, ჩნდება კითხვა, ან იმათმა რატომ გაათავისუფლეს, ან ეს რატომ წამოვიდა?!…

სანამ ეს კაცი მინისტრი იყო არავის არ მოწონდა. მინისტრობიდან რაც წავიდა ყველას მოეწონა უცბად ხო? ეს რაზე მეტყველებს? მეტყველებს იმაზე რომ ადამიანური განწყობები, ადამიანებს აქვთ შინაგანი პროტესტი ამ მანკიერებასთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ერთპიროვნული, გაუგებარი ძალიან სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღება. სისტემა პარალიზებულია. ვერავინ ვერ იღბს ვერნაიარ გადაწყვეტილებას ვერცერთ დონეზე”,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია