შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილის მიერ ბათუმში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებამ 60 მილიონს გადააჭარბა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38121 
 06 მაისი 2019

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მოძრაობა „დაიცავი ბათუმის“ წევრების ღია წერილს ეხმაურება, რომელშიც მოძრაობამ მმართველი პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რათა შეაჩეროს ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბათუმი რივიერას“ პროექტი.

ლაშა კომახიძემ მოძრაობის წევრებს ის პროექტები შეახსენა, რომლებიც ბათუმში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით განხორციელდა.

მისივე თქმით, ივანიშვილის მიერ ბათუმში სხვადასხვა პროექტების დაფინანსებამ 60 მილიონს გადააჭარბა.

„მინდა, გამოვეხმაურო მოძრაობა „დაიცავი ბათუმის“ მიმართვას ბიძინა ივანიშვილისადმი. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ იმ პროექტები შესახებ, რომელიც მისი გადაწყვეტილებით განხორციელებულა ბათუმის მუნიციპალიტეტში: 11 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობასა და მოვლა-შენახვაზე, 11 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია – ცენტრალური პარკის კეთილმოწყობაზე, 17 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია – დელფინარიუმის მშენებლობასა და მის აღჭურვაზე, 3 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია – რაგბის სტადიონისა და სპორტული ბაზის კეთილმოწყობასა  1 მლნ. ლარამდე ინვესტიცია – მწერალთა სახლის რეაბილიტაციაზე, 3 მლნ. ლარამდე ინვესტიცია – ბულვარში „რვაფეხას“ რეაბილიტაციაზე, 15 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია – ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტაციასა და მის აღჭურვაზე. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბოტანიკურ ბაღში დამატებით საპარკინგე სივრცეების შექმნასა და საბაგირო ხაზის რეაბილიტაციაზე, ცენტრალური პარკის ტერიტორიიდან ზოოპარკის ჩაქვში გადატანაზე, რაც დამატებით რამდენიმე მილიონიანი ლარის ღირებულების პროექტებია. შესაბამისად, ჯამში ამ პროექტების ღირებულებამ 60 მილიონიან ნიშნულს დიდი ხანია გადააბიჯა და მინდა ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის წვლილი და მისი როლი ქალაქის განვითარებაში, კეთილდღეობასა და ხვალინდელი დღის გაძლიერებაში საკმაოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბათუმის მერმა.

მოძრაობა „დაიცავი ბათუმის“ წევრებმა „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით დღეს მიმართეს და „ბათუმი რივიერას“ პროექტის შეჩერება სთხოვეს.

1tv.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია