შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თამარ ჩხეიძე:"თავად აანონსებენ და შემდეგ ორ სუბიექტს შორის დავას უწოდებენ"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38132 
 07 მაისი 2019

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ზე ქვეყნის არაფორმალური მმართველის მხრიდან დაწყებულ მორიგ იერიშს ყოფილი დისიდენტი, "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" გამგეობის თავმჯდომარე, თამარ ჩხეიზე ეხმაურება:

"ივანიშვილის მიერ, ჯერ პირადად, ხოლო სულ ახლახან კობახიძის პირით ანონსირებული ახალი შეტევა რუსთავ ორზე დაიწყო! მოკლედ, არც ერიდებიან თავად აანონსებენ, ხოლო შემდეგ ამას ორ სუბიექტს შორის დავას უწოდებენ! საერთოდ მოწყვეტილი უნდა იყოს ადამიანი რეალობას,ან სრულიად დაბრმავებული პირადი მოტივებით, რომ არ ესმოდეს ამ ბრძოლის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის და თვითოეული ჩვენგანისთვის! იმედი მაქვს, რომ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოება კვლავ შესძლებს და ეფექტურად მოიგერიებს ამ შეტევასაც!" - წერს ჩხეიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია