შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში წელს საზაფხულო ბაღის მუშაობა არ იგეგმება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38136 
 07 მაისი 2019

2019 წელს ოზურგეთში საზაფხულო ბაღი არ იქნება. ამის შესახებ "გურიის მოამბეს"  სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა  განუცხადა. 

მაკა ჭყონიას განმარტებით, ამასთან დაკავშირებით საუბრები ჰქონდათ მერიასა და საკრებულოსთან, თუმცა წელს მისი ამუშავება ვერ მოხერხდება, რადგან ამისთვის ბიუჯეტიდან თანხა გათვალისწინებული არ არის, ასევე, მოსაწესრიგებელია გარემო პირობები: 

"2019 წლის ბიუჯეტით ეს თანხები გათვალისწინებული არ არის, ამიტომ, წელს საზაფხულო ბაღის მუშაობა ვერ მოხერხდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ საკითხზე სამომავლოდ არ ვიმუშავებთ და ეს არ მიგვაჩნია საჭიროდ, თუმცა წელს ამის შესაძლებლობა არ არის. საზაფხულო ბაღს სჭირდება პედაგოგებისა და აღმზრდელებისთვის დამატებითი თანხების მოძიება, ასევე ვინტილაცია და ა.შ. 

წარმოიდგინეთ ოზურგეთში, ქალაქის საბავშვო ბაღებში არის 1500 ბავშვი, აქედან საზაფხულო ბაღი სჭირდებათ მხოლოდ რამდენიმეს, ანუ ვისი მშობლებიც დასაქმებულები არიან. სადღაც 40 ბავშვი იქნება, ანუ დაგვჭირდება ორი ჯგუფი. შეუძლებელი არაფერი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე ამისთვის საჭირო თანხები არ არის"-გვითხრა მაკა ჭყონიამ. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია