შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ახალი ააიპ–ის დირექტორად ცისანა ახვლედიანი დაინიშნა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22512 
 08 მაისი 2019
ააიპ–ის დირექტორად ახალციხის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი ცისანა ახვლედიანი დაინიშნა. მისი თქმით, სკოლებში რეორგანიზაცია 23 აპრილს დაიწყო, ყველა თანამშრომელი დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა და ხელახლა დაინიშნა. დირექტორებს სტატუსი შეეცვალათ, ახლა მათ სასწავლო ნაწილის გამგეები ჰქვიათ. „მათ ისევ დირექტორის ხელფასები დარჩათ და ჩვეულ რეჟიმში აგრძელბენ მუშაობას. უბრალოდ ცალ–ცალკე სამუსიკო სკოლები აღარ იქნება და ღონისძიებებშიც ერთდროულად მივიღებთ მონაწილეობას“, – ამბობს ცისანა ახვლედიანი.რეორგანიზაციის შედეგად, ვალისა და აწყურის სამუსიკო სკოლებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ორივეგან ბუღალტრის შტატი გაუქმდა, თუმცა როგორც ახვლედიანი ამბობს, სამსახურიდან არავინ გაუთავისუფლებიათ. აწყურის სკოლის ბუღალტერი ადამიანური რესურსების საკითხების სპეციალისტად დაინიშნა, ვალეს სკოლის ბუღალეტრმა კი როგორც მან "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა, სამსახური საკუთარი სურვილით დატოვა: „ოჯახური პირობების გამო ისედაც ვაპირებდით წასვლას, განცხადება დავწერე და წავედი“.ააიპ „ახალციხის სამუსიკო სკოლისთვის, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 238 198 ლარი განისაზღვრა. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია