შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პარლამენტმა ღვთისმშობლისადმი წილხვდომობის დღე უქმედ გამოაცხადა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22516 
 08 მაისი 2019
მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღეა და ის ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული, კანონში ეს დღესასწაული მაინც აისახება. ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.წმინდა სინოდის განჩინებით 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ 2018 წლის 27 დეკემბერს გამოცხადდა. 4 აპრილს კი პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადდეს. ამის შესახებ ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა."მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე, დადგინდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, რომლესაც, ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ", — თქვა ბახტაძემ.მისივე განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ 12 მაისი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული გახდება.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება