შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში "კაიაკინგი 2019" დღეს ოფიციალურად გაიხსნა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38179 
 08 მაისი 2019

"კაიაკინგი 2019" დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

საზეიმო გახსნა სოფელ შემოქმედის პარკში გაიმართა.

ღონისძიება ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ "გურიას," ანსამბლ "აისის," მომღერალ თამუნა მეგრელაძის და დიჯეი - პაკო ქავჟარაძის მონაწილეობით ჩატარდა.

დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია მიესალმნენ.

"მსოფლიოს საუკეთესო კაიაკერების 
ჩემპიონატს ოზურგეთი წელს მეოთხედ მასპინძლობს. ორმაგად სასიხარულოა, რომ წელს შეჯიბრში მონაწილეობას ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენ. გვყავს უამრავი სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან, ეს კი ხელს შეუწყობს, როგორც გურიის რეგიონის, ისე ოზურგეთის და ბჟუჟის ხეობის ცნობადობის გაზრდას. ამით ჩვენი ულამაზესი სოფელი შემოქმედი ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველი გახდება,"- აღნიშნა კონსტანტინე შარაშენიძემ.

ექსტრემალური დაშვებები გაიმართება 9 და 10 მაისს.

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 18 ქვეყნის საუკეთესო კაიაკერები.

გათამაშდება ევროპის თასი!

ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან: საქართველოს "კაიაკინგის" საერთაშორისო ფედერაცია, გურიის სამხარეო ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის - სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია