შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ანსამბლ "შვიდკაცას" ვარსკვლავი გაუხსნეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38152 
 07 მაისი 2019

ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ანსამბლ "შვიდკაცას" 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი გაიმართა.
სახალხო-ფოლკლორული ანსამბლი "შვიდკაცა" 1957 წელს საქართველოს სახალხო არტისტმა მიხეილ შავიშვილმა ჩამოაყალიბა. 
"შვიდკაცას" რეპერტუარში შედის 100-მდე ქართული, აქედან 50-ზე მეტი გურული სიმღერა.
1981 წელს ანსამბლ "შვიდკაცას" ქართული ხალხური სიმღერის აღდგენისა და განვითარებისთვის სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა.

1999 წლიდან ანსამბლს ტრისტან სიხარულიძე ხელმძღვანელობს.
ანსამბლი „შვიდკაცა“ დღემდე ღირსეულად იმსახურებს მაყურებელთა სიყვარულს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა.(ა).იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ფოლკლორული ანსამბლის თითოეული წევრი მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მადლობის სიგელით დაჯილდოვა.
ტრისტან სიხარულიძეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით მიენიჭა საპატიო ოზურგეთელის წოდება.

პრეზიდენტის სახელმწიფო ჯილდოს, ღირსების მედლის მისაღებად წარდგენილები არიან: ლევან გოლიაძე, გელა ლომჯარია და ალექსანდრე ბურჭულაძე, ხოლო ღირსების ორდენის მისაღებად ილია ინწკირველი და ლევან ნინიძე.

კულტურის სამინისტროში, ხელოვნების ქურუმის წოდების მისანიჭებლად წარდგენილია ლოტბარი - ამირან გოლიაძე.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ფოლკლორის ცენტრის დირექტორი - გიორგი დონაძე, ანზორ ერქომაიშვილი, ჯემალ ჭკუასელი. ანსამბლები: "რუსთავი", "ბასიანი", "ქართული ხმები."

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია