შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პაპუაშვილი წილხვდომილი თუ წილხვედრზე: აღდგა-აღსდგას მსგავსია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 მაისი 2019

რატომ წერია კანონში ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე და არა - ღვთისმშობლის წილხვედრი. 8 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე იქნება. 12 მაისი, რომელიც ისედაც უქმე იყო (ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე), საკანონმდებლო ორგანომ დასვენების დღედ გამოაცხადა. ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

"შეიძლება, ლიტერატურულად არის გამართული წილხვდომილი, ისევე, როგორც დავა რომ მიდის, [ქრისტე] აღდგაა სწორი, თუ აღსდგა. სხვადასხვა წყაროში სხვადასხვანაირად არის. ამ ფორმულირებაზე კითხვა არ გამჩენია. აზრი, მე ვფიქრობ, რომ შინაარსი ერთი და იგივეა. მე წილხვედრი ვიცი, არის, ალბათ, სხვა ფორმებიც. ამაზე დავას არ ვაპირებ. ალბათ, სპეციალისტებს უნდა ჰკითხოთ"-  განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

"ტაბულა"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია