შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში სამსონიძის ქუჩაზე ნაგვის ურნები დადგეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22551 
 10 მაისი 2019
შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურმა სამსონიძის ქუჩაზე მაცხოვრებლებს პლასტმასის ოთხი ახლი ურნა დაუდგა. „გუშინ დავდგით ოთხი ურნა. როცა მოვიდა პლასტმასის ურნები, მაშინვე დავდგამდი მანდ, მაგრამ მაგ ქუჩაზე რომ ჩავედით არ გვინდაო. მანქანაც კვირაში ორჯერ დადიოდა და ეგეც არ გვინდა, ერთხელ მოვიდესო. ეხლა რომ თქვეს , ურნები გვინდაო, დაველაპარაკე და დავდგით“, – ამბობს შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის სპეციალისტი ირაკლი კურტანიძე. ახალციხეში, სამსონიძის ქუჩაზე ნაგვის ბუნკერები ამ დრომდე არ იდგა. აქ ნაგავმზიდიც კვირაშ ერთხელ მიდიოდა. ამიტომ კვირდან კვირამდე ადგილობრივები ნარჩენებს ტომრებითა და ოარკებით სარდაფებში, ავტოფარეხებსა და ეზოში ინახავდნენ. გარდა სამსონიძის ქუჩისა, ახალციხეში კიდევ ოთხი ქუჩა ისეთი, სადაც ნარჩენების გასატანად ნაგავმზიდს ელოდებიან. თუმცა, როგორც „კეთილმოწყობის“ სამსახურში ამბობენ, ამ დასახლებებში ნაგვის მანქანა კვირაში რამდენჯერმე მიდის. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება