შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუშეთის გზაზე 16 ადამიანია ჩარჩენილი

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 მაისი 2019
თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ლადო კახოიძის ინფორმაციით, თუშეთის საავტომობილო გზაზე 16 ადამიანია ჩარჩენილი.
ყველა მათგანი ამ დროისთვის ე.წ. საგზაო სახლში იმყოფება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

-"10 მწყემსია და 6 ის ადამიანი, რომლებიც ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებენ. ისინი გზის 30-ე კილომეტრზე, ე.წ. საგზაო სახლში იმყოფებიან, კარგად არიან, უბრალოდ იქ ტელეფონი არ იჭერს და კონტაქტზე ვერ გავდივართ. საჭიროების შემთხვევაში მათი ბარში ჩამოსაყვანად შესაბამისი ზომები იქნება მიღებული“ - აღნიშნა კახოიძემ.

ცნობისთვის, სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე სტორმა თუშეთის საავტომობილო გზის ნაწილი, დაახლოებით 150 მეტრი წაიღო.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია