შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

18 მაისს გურჯაანში მევენახეების კონფერენცია ჩატარდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=38846 
 11 მაისი 2019

გურჯაანი პირველად მევენახეების კონფერენციას უმასპინძლებს. კონფერენციაზე მევენახეობის დარგში არსებულ ყველა პრობლემურ საკითხს განიხილავენ. ღონისძიება 18 მაისს გაიმართება.

,,მევენახეების კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება, სადაც ქართველი მეღვინეები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციაზე საუბარი იქნება ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც მევენახეებს აინტერესებთ – დაწყებული პესტიციდებიდან, გაგრძელებული სხვადასხვა სახის პრობლემამდე.

ამ ეტაპზე მევენახეების რეგისტრაცია მიმდინარეობს და იქიდან გამომდინარე, რომ მათი მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია, პირველი კონფერენცია მასშტაბური იქნება. გარდა ამისა, სწორედ ეს დიდი დაინტერესება გვიჩვენებს, რომ ღონისძიებას ყოველწლიური სახე მიეცეს. მევენახეობის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ვენახია ხარისხიანი ღვინის წარმოების 80%-90%-ის გარანტი. ამ ეტაპზე კონფერენციის განსახორციელებლად გამოყოფილი ინვესტიციის ოდენობა უცნობია “,– განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია