შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წევიდეს ივანიშვილი სახლში, წევიდეს!!!! -გურულების გზავნილი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38223 
 10 მაისი 2019

 

პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ძირითად განცხადებებში, რაც 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება, ძირითადი აქცენტები იმაზე კეთდება, რომ „ოცნების“ ხელისუფლების გამარჯვების შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი და ამის მიზეზად იმ უამრავ ფაქტორს ასახელებენ, რამაც წლების განმავლობაში ქვეყნის განვითარების პროცესი თითქმის შეაჩერა და ხალხი გაღატაკებამდე მიიყვანა.

2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ქართველ ამომრჩეველს ხელისუფლების მრიდან არა ერთი დაპირება მოუსმენია.

„ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებამდე თვეების განმავლობაში სიტყვიერად ვშენდებოდით, ვმდიდრდებოდით და ვითარდებოდით და ასე იყო სულ, არჩევნებიდან, არჩევნებამდე.

ხალხს ხელისუფლება არ მოსწონს და ხალხი ითხოვს ყურადღებას, ამ დროს კი „ზემოდან“ გვარწმუნებენ, რომ  ყველაფერი კარგადაა,და 2020-მდე და 2020-შიც მმართველი პარტია დამაჯერებელ შედეგს დადებს.

რამდენად სჯერა ხალხს იმის, რაშიც დარწმუნებულია ხელისუფლება და მათი აზრით, რა უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა მის გუნდთან ერთად, რომ კიდევ ერთხელ მისცენ ხელისუფლებაში დარჩენის შანსი ამ კითხვით „გურიის მოამბემ“ ადგილობრივები შეფასებები მოისმინა:

წ.გ. - არ ვიცი, ასე ამბობენ-„ფული დიდი ბაბააო“, მაგან  მაგით მიაღწია აქამდე ყველაფერს და ალბათ  აწიც მაგით  დარჩება.

ნინო ტრაპაიძე - სააკაშვილის დროს, ჩემი ასაკის - 50-დან 60 წლამდე ადმიანები „ჩაგვრეცხეს“ და  დაგვტოვეს უმუშევარი. ესტრადიცია გააგრძელა ჩვენმა მთავრობამ.  ან პენსია მოგვცენ 55 წლის ასაკში, ან დაგვასაქმონ.  თუ არადა, მოგვიყარონ  50-დან 60 წლის ასაკის ადამიანებს თავი  და გვესროლონ ბომბი, დაგვხოცონ.  აღარ ექნება საზრუნავი ივანიშვლის. კიდე, უმაღლეს დამთავრებულ, ნასწავლ  ადამიანებს  გაუხსნან  გზა. ყველგან  5 წლიან და ათწლიან გამოცდილებას  რომ ითხოვენ, როგორ  შეიძლება სტუდენტს, პარალელურად ხუთწლიანი  სამუშაო გამოცდილება ჰქონდეს?   აგი არ შედის მაგენის თავში. ამდენი სტუდენტი ფული რომ შევიდეს ბიუჯეტში მარტო მაგისთვის უნდათ. სხვა არაფერში არ სჭირდებათ ნასწავლი ხალხი.

მადონა გოგოუაძე - ვერანაირად ვეღარ დარჩება ივანიშვილი  და ვერ შეინარჩუნებს თავს პოლიტიკაში. ფულს თუ მისცემს  ამ ხალხს მარა,  არა  20 - 50  ლარს. ხახვი და კარტოფილი კი არა, ათასობით ლარი უნდა დაარიგონ, რომ კიდო ჰქონდეთ შანსი,  მოატყუონ გაჭირვებული ხალხი. მაგრამ, მე მგონი აღარ მოტყუვდება ხალხი. ჯერ ხის გადატანა  არ დაუსრულებია და როდის მიიცლის  ჩვენზა.  რა უნდა გააკეთოს მაგან ისეთი, რომ მოტყუვდეს ხალხი.

შ.ს. - ხალხს უნდა სცეს პატივი  და დაუდგეს გვერდში. ჩვენ სამსახურები გაგვიუქმდა და გამოვედით  გარეთ ლუკმა პურისთვის. შვილები უმუშევარი გვყავს სახლში.   მისიანები ხომ მუშაობენ, ხომ აქვთ  ფული ბლომად?  ჩვენ  მაგენი არც ერთი არ გვაქვს. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ხალხს შია, ნაგავში ეძებს  საჭმელს ხალხი. ამოგვიდგეს გვერდში, რომ გამოიყვანოს ქვეყანა ამ კრიზისიდან.  მაგი  თავს  კი გადეირჩენს   იმდენი ფული აქვს.  მაგენს  საქართველო  ქართველების გარეშე  უნდათ.

 ანანო ვასაძე - რა შეიძლება  გააკეთოს ხალხისთვის და მოგვიმატოს   პენსიები არა  10 და 20 ლარით,  არამედ,  იმის ნახევარით, რამდენსაც თვითონ  ერთ სადილზე ხარჯავს.

ცისანა სალუქვაძე-სამუშაო ადგილები უნდა შექმნას და  დაასაქმოს  ხალხი.

გუგული ჯაფარიძე - წევიდეს სახლში, წევიდეს!!!!  გადაეცით მოკითხვა.

ვრცლად, გამოკითხვა იხილეთ "გურიის მოამბის" ორშაბათის ნომერში. 

 

 

 

 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია