შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოქალაქე, რომელმაც ბორჯომში სამშენებლო ნარჩენები მტკვარში ჩაყარა, დაჯარიმდება

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22556 
 10 მაისი 2019
ვიდეო, რომელშიც მოქალაქე მტკვარში სამშენებლო ნარჩენებს ყრის, ერთ–ერთმა ადგილობრივმა სოციალური ქსელში რვა მაისს გაავრცელა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ფაქტი უკვე შეისწავლეს, მოქალაქეს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს, ჯარიმის ოდენობას კი ახალციხის რაიონული სასამართლო განსაზღვრავს. „ახსნა –განმარტებაში მოქალაქემ დაწერა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ერთ–ერთი ადგილობრივის სახლში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა და მეპატრონის ნებართვის გარეშე სამშენებლო ნარჩენები მტკვარში ჩაყარა. წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით შეადგინეს ოქმი, რაც წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრას გულისხმობს“, – განმარტავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.საქმის მასალები განსახილველად, ახალციხის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება. აღნიშნული სამართალდარღვევა 200-დან 300 ლარამდე საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა