შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ადიგენში სკოლებამდე მისასვლელ გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22593 
 14 მაისი 2019
არალში სარეაბილიტაციო გზა იწყება არალი-უდეს დამაკავშირებელი გზიდან (მარჯვენა გადასახვევი) და მთავრდება სოფლის საჯარო სკოლის შესასვლელ ჭიშკართან. სარეაბილიტაციო გზის მთლიანი სიგრძეა 193 მეტრი.სოფელ უდეში სარეაბილიტაციო გზა ადიგენი-უდე-არალის დამაკავშირებელი შიდასახელმწიფოებრივი გზიდან იწყება (მარჯვენა გადასახვევი) და მთავრდება მიერთებით სოფლის საჯარო სკოლის შესასვლელ ჭიშკართან. სარეაბილიტაციო გზის მთლიანი სიგრძე 394 მეტრია.ვარხანში სამუშაოები ჩატარდება გზა მონაკვეთზე, რომელიც იწყება ბენარა–აბასთუმნის დამაკავშირებელი შიდასახელმწიფოებრივი გზიდან (მარჯვენა გადასახვევი) და მთავრდება სოფლის საჯარო სკოლის შესასვლელ ჭიშკართან.სარეაბილიტაციო გზის მთლიანი სიგრძეა 338 მეტრი.სოფელ წახნის საჯარო სკოლის და რიტუალების სახლის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია იწყება წახნის ცენტრალური შიდა გზიდან, გასცდება საჯარო სკოლის შესასვლელ ჭიშკარს და მთავრდება რიტუალების სახლთან, მოედნის მოწყობით.სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 336 მეტრია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, წინადადებების მიღება 28 მაისს დასრულდება. [თაკო ფეიქრშვილი, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება