შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ძალიან გავანაწყენეთ ღმერთი ქართველებმა"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38297 
 14 მაისი 2019

"ძალიან გავანაწყენეთ ღმერთი ქართველებმა. ჩვეულებრივი მკრეხელობა ხომ არ იყო, მშობელი დედის პრივატიზება სახელმწიფო დონეზე მოვინდომეთ.

ჯერ იყო და იმ დღესვე გაგვაფრთხილა, როცა პარლამენტმა კანონი მიიღო-ქართული ოცნების ზუგდიდის საარჩევნო
შტაბს მეხი დასცა. არაო, არ ირწმუნეს, დენის მოკლე ჩართვა იყოო. მერე იმ საზეიმო დღეს წვიმა, სეტყვა და ქარიშხალი მოგვივლინა. არც ამისთვის მიუქცევიათ ყურადღება. გაბრაზებულმა უფალმა ერთი ჭიქა შავი ღვინო ასვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მეტყველების უნარი წაართვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური ხარვეზი იყოო. ახლა მორიგ სასჯელს უნდა ველოდოთ-გული მიგრძნობს დაადუმებს პარლამენტს.

სასჯელი დეპუტატებისთვის იქნება, თორემ ხალხისთვის ჯილდო.

იცის ღმერთმა თავისი საქმე"-წერს პარლამენტარი რომან გოცირიძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა