შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პენსიონერი პედაგოგები სკოლიდან წასვლის შემთხვევაში კომპენსაციას მიიღებენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22600 
 15 მაისი 2019
განათლების სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერ პედაგოგებს, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი შეუნარჩუნდებათ.საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს ორი წლის ჯამური ხელფასის მიღება რამდენიმე შემთხვევაში შეეძლება:• თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;• თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ორი წლის ჯამური ხელფასის მიღების სურვილის შესახებ სამინისტროს უნდა აცნობოს 2019 წლის ბოლომდე;• თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი -ორი წლის ჯამური ხელფასის მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს;• სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა;• საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ორჯერ ეძლევა შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლონ სტატუსი. ორივე გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაშიც კი მათ შეეძლებათ ისარგებლონ მინიჭებული პრივილეგიით და მიიღონ სახელმწიფო ჯილდო 2019 წლის შემოდგომაზე.ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე - დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება