შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ბენარასთან მანქანა ხევში გადავარდა [ფოტო]

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22615 
 15 მაისი 2019
ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან ავტომობილი ახალციხიდან ადიგენის მიმართულებით მოძრაობდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.დაშავებული ადიგენის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.„ახალგაზრდა ქალია შემოყვანილი, მძიმე დაზიანებები არ აქვს, ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდება“, – აცხადებენ კლინიკაში.შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ძიება, სსკ-ის 276 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება