შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აქტიური მერები ეკონომიკური ზრდისთვის

კულტურა
წყარო:  ოკრიბა ნიუსი / http://okribanews.ge 
ორიგინალი სტატია:  http://okribanews.ge/?p=5145 
 15 მაისი 2019

“მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ინიციატივაა, რომელიც მდგრადი მუნიციპალური განვითარებისკენაა მიმართული.

ინიციატივას 2017 წლის იანვარში ჩაეყარა საფუძველი და მის მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობების ეკონომიკურად გაძლიერება წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტებს ეხმარება, დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტური ცვლილებები რეგიონში. სამოქმედო გეგმების შერჩევის შემდეგ კი, მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილი პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ზვიად არჩუაძე აზერბაიჯანსა და საქართველოში სწორედ აღნიშნული ინიციატივის კოორდინატორია. იგი გვიყვება, თუ რა პრინციპით მუშაობს ინიციატივა: –

„ევროკავშირის ეს ინიციატივა ეფუძნება ერთ მიზანს, დავეხმაროთ აქტიურ მერებს, იყვნენ ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობები თავიანთ ტერიტორიაზე და შექმნან რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი. ინიციატივა ორი მიმართულებით ეხმარება მუნიციპალიტეტებს: ერთი, რომ გაიგონ, თუ რა რესურსები არსებობს თავად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რა არის ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რასაც ეკონომიკური განვითარება სჭირდება; ასევე, ეხმარება, შეიმუშაონ მოკლევადიანი სამოქმედო გეგმები და ამასთან, დაეხმარონ თვითმმართველობებს, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაში. მეორე მიმართულებას კი, ფინანსური მხარდაჭერა წარმოადგენს, რისთვისაც ევროკავშირი გამოყოფს ფინანსებს იმ აქტიური მერებისა და მუნიციპალიტეტის იმ იდეების განსახორციელებლად, რომელიც ეკონომიკური ზრდისთვისა და განვითარებისკენ არის მიმართული“.

ინიციატივაში ჩართული საქართველოს ქალაქების – გორისა და ბოლნისის გამოცდილება ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მერებმა ევროკავშირის მხარდაჭერა რეგიონში აგრო-ბიზნესებისა და ტურიზმის განვითარებისთვის. ინიციატივაში – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ჩართვის შემდეგ, ბოლნისმა მონაწილეობა კონკრეტული პროექტის საშუალებით შეძლო და ევროკავშირის გრანტი მოიპოვა.

ფოტოზე: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსი მერი აბრამიშვილი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსი მერი აბრამიშვილი საუბრობს, თუ როგორ გახდა შესაძლებელი ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლათფორმის ჩამოყალიბება:

„საგრანტო კონკურსის გამოცხადების შემდეგ, დავიწყეთ პარტნიორის მოძიება და ეს პარტნიორი აღმოჩნდა „რეგიონის განვითარების ცენტრი“, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად ახორციელებს პროექტს. პირველ ეტაპზე, მათთან ერთად დავიწყეთ დაგეგმვა, თუ რა შეიძლება გაკეთებულიყო ამ პროექტის ფარგლებში. პროექტის ჩამოყალიბებამდე, შევხვდით სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტებს, მათთან ერთად განვიხილეთ საჭიროებები და შევთანხმდით კონცეფციაზე. შესაბამისად, პროექტი შეიქმნა საჯარო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობის ერთობლივ სტრატეგიაზე დაყრდნობით. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა პროექტი და 2018 წელს ჩვენ მივიღეთ დაფინანსება, რის შემდეგაც დავიწყეთ პროექტის განხორციელება“.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია