შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სანდრა რულოვსის მხარდამჭერ შეხვედრაზე ყოფნის გამო, ქმარმა ცოლი სცემა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38373 
 17 მაისი 2019

ზუგდიდში წინასარჩევნო კამპანია ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდა. 
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში მცხოვრები ერთ-ერთი მამაკაცი საკუთარ ცოლს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდა, რომ ქალი გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მხარდამჭერ შეხვედრაზე იმყოფებოდა. 
ირკვევა, რომ "ქართული ოცნების“ ადგილობრივმა კოორდინატორმა, ბაჩანა ეხვაიამ, ოჯახის წევრს დაურეკა და განუცხადა, რომ ეს ქალბატონი პოლიტიკისთვის ჩამოეშორებინათ.
"შვილს უთხრეს, რატომ წავიდა დედაშენი, "ქართული ოცნების“ შტაბიდან დაურეკა ვიღაცამ. ამის გამო მოუვიდათ უკმაყოფილება. ცოლ-ქმარს შორის მოხდა უკმაყოფილება.

"ქართული ოცნების“ კორდინატორმა დარეკა იმიტომ, რომ მოეხდინა ზეგავლენა, ოჯახს არ მიეღო მონაწილეობა გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე. როგორ შეიძლება სახელმწიფო დონეზე ხდებოდეს, რომ ასე დაუპირისპირო ოჯახი ერთმანეთს, მეზობლები ერთმანეთს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ადგილობრივები "კურიერთან“ ამბობენ, რომ დაშინებულები არიან და ამიტომ წინასაარჩევნო გარემოზე საუბარი არ შეუძლიათ.

"ქართული ოცნების“ კოორდინატორები და საარჩევნო შტაბის წევრები მოსახლეობას სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან.
"მეშინია, შიში მაქვს. ბიჭებს უკრეკავენ, უფრო ახალგაზრდებს. რამე რომ ვთქვა, ეწყინებათ. საკმაოდ დაძაბული მდგომაროებაა,“ - აღნიშნა ადგილობრივმა.
"კურიერი" „ქართული ოცნების“ შტაბში მივიდა, სადაც ბაჩანა ეხვაია არ იმყოფებოდა. შტაბში მომხდარ ფაქტებს უარყოფენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია