შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრემიერი: გპირდებით, 2022 წელს პედაგოგისთვის მინიმალური ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე იქნება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22640 
 17 მაისი 2019
პრემიერ–მინისტრის განმარტებით, პედაგოგებისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა განათლების სისტემის რეფორმის განუყოფელი ნაწილია. „ჩემთვის არის პირადი ტრაგედია, რომ საქართველოში, სადაც ხელფასები ისედაც დაბალია, მასწავლებლის ხელფასი საშუალო სტატისტიკურზეც კი დაბალია. როგორც შეგპირდით, შემოდგომიდან მასწავლებლების ხელფასებს ვზრდით სულ მცირე, 150 ლარით, შემდეგ გავზრდით ყოველწლიურად და გპირდებით, 2022 წელს მინიმალური ხელფასი საქართველოში პედაგოგისთვის იქნება 1500-დან 1800 ლარამდე. ეს არის ერთადერთი სწორი გზა“, – განაცხადა პრემიერმა.მისი შეფასებით, ქვეყანას, რომელიც მასწავლებლის ღვაწლს სათანადოდ ვერ დააფასებს, არათუ მომავალი არ ექნება, შეიძლება, წარსულიც კი დაკარგოს.„მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენს მასწავლებლებს, განსაკუთრებით მოვეფერო ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ასეთი მწირი, ხშირ შემთხვევაში, დაფინანსების არქონის პირობებშიც კი, შეძლეს და ჩვენამდე მოიტანეს დღევანდელი განათლების სისტემა, რომელსაც სჭირდება ახალი ენერგია, ახალი ინვესტიციები, ახალი ხედვა და ჩვენ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.წყარო:პირველი არხი
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება