შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქართული ოცნება" ცდილობს საქარველოს მართვას ფეიკნიუსებით- გრიგოლ ვაშაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38368 
 17 მაისი 2019

გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში შუალედურ არჩევნებზე 5 ათასამდე დამკვირვებლის მობილიზებას ახდენს, მათ შორის იქნებიან პარტიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ყველა, ვინც გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ხმის მიცემის პროცესზე დამკვირვებელი, კომისიის წევრი, თუ მოხალისე იქნება, კანონის სრული დაცვით იმოქმედებს და გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოპოზიცია 19 მაისს ზუგდიდში,არეულობის მოწყობას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ყველამ ვიცით, რომ ქართული ოცნება ცდილობს საქარველოს მართვას სიყალბით, ფეიკნიუსებით და დიქტატით. აბსოლუტურად შეუძლებელია ერის არსებობა იმ პირობებში, როდესაც საჭიროა ქვევიდან რევოლუცია იმისთვის, რომ ზევიდან დიქტატი მოიშორო. ხელისუფლების ე.წ წარმომადგენლები გამოდიან, ასრულებენ ლეღვის ფოთლის როლს, შრიალებენ და ამტკიცებენ, რომ ე.წ. „ქართული ოცნება“ ელოდება „ნაციონალური მოძრაობისგან“ და გაერთიანებული ოპოზიციისგან არეულობის მოწყობას ზუგდიდში, რომ ვითომ ჩვენ რაღაც პროვოკაციებს ვამზადებთ. ამაზე დიდი სიყალბე, მით უმეტეს იმ ძალისგან, რომელიც 2012 წლიდან საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებს იპარას, სრულიად წარმოუდგენელია. დიახ, ჩვენ მართლაც ჩამოგვყავს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა, იმიტომ, რომ ვნახეთ რა მეთოდებით მოქმედებს „ქართული ოცნება“, შევისწავლეთ მათი მეთოდები, მოვემზადეთ, და არავითარ შემთხვევაში აღარ გავაყალბებინებთ არჩევნებს“ - განაცხადა ვაშაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია