შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დღესასწაული უწყლო ქალაქში-ზაფხულობით ოზურგეთში წყალი "ისვენებს"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38382 
 18 მაისი 2019

ოზურგეთში წყალი ისევ არ არის და ისევ არ გვაქვს პასუხი, რატომ?

"ეროვნული სამოსის" დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და ცეკვა-თამაშის  პარალელურად, ნახევარი ოზურგეთი დილიდანვე უწყლობითაა შეწუხებული.

ეს ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის არახლი პრობლემაა, თუმცა, ალბათ იმის გათვალისწინება მაინც იყო შესაძლებელი, მუსიკალური ნომრების შესასრულებლად შუაგულ ბაღში გამოყვანილი ბავშვები, უწყლობით არ შეეწუხებინათ და რომ აწუხებთ ფაქტია, უკვე იმდენი მოწყურებულის ბოდიშით უარით გასტუმრება მოგვიხდა რედაქციიდან. 

როგორც ჩანს, დღესაც გეგმიური გამორთვა გვჭირს, მერე რა რომ ძალიან ცხელა, დასვენების დღეა, თან დღესასწაული და ყველას თავისი საქმე აქვს?! განა ამ დრომდე არ გვიწუწუნია? არ შევწუხებულვართ? გაგვიძლია და კიდევ გავუძლებთ, მაგრამ ეს ერთი ამოუხსნელი ამოცანა ნამდვილად სჭირს ოზურგეთს, როცა მილიონობით ლარს გადმორიცხავენ წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად, თვეობით აკეთებენ, მერე გვაიმედებენ-დღეიდან პრობლემა მოიხსნაო და...ან ფული რაში იხარჯება, ან წყალი სად იპარება? არადა, მინისტრმაც კი დაგვაიმედა აგერ ორი თვის წინ, ოზურგეთი და წყლის პრობლემა ერთად აღარ იარსებებსო. 

ჰოდა, ასე დღესასწაულიდან დღესასწაულამდე ოზურგეთი სუნთქავს და პურსაც მშვენივრად ანაცვლებს სხვადასხვა სანახაობა- უბრალოდ უწყლოდ!

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია