შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მინი ფეხბურთში ტურნირი ‘ევროპის თასი’ დასრულდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22672 
 18 მაისი 2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მინი ფეხბურთში „ევროპის თასი“ 17 მაისს გაიმართა. ტურნირში, პირველი ადგილი ადიგენის გუნდმა დაიკავა, მეორეზე ახალციხის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ნინოწმინდის გუნდს ხვდა წილად.გამარჯვებული გუნდები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა სიგელებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს.ტურნირი ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა.რეგიონის პირველობისათვის ერთმანეთს სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების გუნდები ეჯიბრებოდნენ. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ინიციატივითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამართალი