შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გოგი წულაიამ თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა...

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 მაისი 2019

ზესტაფონის 51-ე საოლქო კომისიასთან პარტიამ „თავისუფალი საქართველო“ აქცია გამართა.


პარტიის ლიდერი კახა კუკავა და მერობის კანდიდატი გოგი წულაია შენობასთან პარტიის კოორდინატორებთან ერთად მივიდნენ. წულაიას განცხადებით, მათ პროტესტის ნიშნად, დამკვირვებლები ყველა უბნიდან მოხსნეს.

 

წულაია აცხადებს, რომ კოორდინატორების ნაწილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და ვარაუდობს, რომ მათზე ზეწოლა მიმდინარეობს.

 

„წინასაარჩევნო პერიოდში მე ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა, მე არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს, მათ გვერდით ვიქნები. დაშინება დაიწყო. ჩემი კოორდინატორებისნაწილი აღარ მეკონტაქტება და ტელეფონები გათიშეს. დაშინებული ადამიანები ვერ საუბრობენ და მე ვისაუბრებ მათ ნაცვლად. არ გაუვათ გაყალბება და დავიცავთ ხმებს“,- განაცხადა გოგი წულაიამ.

 

კახა კუკავას თქმით, მოსალოდნელია მეორე ტური, სადაც მის კანდიდატს გადასვლის დიდი შანსი აქვს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია