შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდის 5 სოფელს მეორე დღეა ელექტროენერგია არ აქვს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22687 
 19 მაისი 2019
მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გუშინ, 18 მაისს, დღის მეორე ნახევარში დაზიანდა.დენის გარეშეა დარჩენილი შემდეგი სოფლები: ორაჯალარი, ყაურმა, ეშტია, თორია და უჯმანა.როგორც კომპანია „ენერგო–პრო–ჯორჯიაში“ განმარტავენ, დაზიანებული ხაზის შესაკეთებლად სპეციალური ტექნიკაა საჭირო. „ხაზი იმდენად მაღალია, რომ ადგილობრივი ტექნიკა ვერ მიუდგა სამუშაოდ, გამოძახებულია სპეცტექნიკა და ხვალ, 20 მაისს დილით ადრე დაამთავრებენ სამუშაოებს“, – აცხადებენ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.რა გახდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.დენის მიწოდება ხვალ, 20 მაისს 09:00 საათზე აღდგება.[თინათინ ზაზაძე, ნინოწმინდა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია