შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჭიათურმანგანუმის ადმინისტრაცია თანახმაა,მაღაროელთა მოთხოვნების დიდი ნაწილი დააკმაყოფილოს

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=62014 
 19 მაისი 2019

 

19 მაისს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჭიათურის საკრებულოს წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატი.


სააგენტოს წარმომადგენელმა მოისმინა გაფიცულთა მოთხოვნები. სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, ძირითადი უკმაყოფილება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი მაღარო არ არის უზრუნველყოფილი სამედიცინო პუნქტით, პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებით და საგნებით. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მაღაროს თანამშრომლები და ხშირ შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრები უზრუნველყოფილნი არიან კერძო სამედიცნო დაზღვევით, ვერ ახერხებენ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღებას.


მაღაროელთა პრეტენზიების მოსმენის შემდეგ, შედგა შეხვედრა სს „ჭიათურმანგანუმის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.  შენიშვნების დიდი ნაწილი გაზიარებულ იქნა და მათი მხრიდან გამოითქვა  მზადყოფნა იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემები მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება აღმოფხვრილი.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია