შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვეჯინის ამბულატორიას კვერცხები ესროლეს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30741 
 21 მაისი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ამბულატორიას კვერცხები ესროლეს. ამბულატორიის ექიმის, ელმირა ბეციაშვილის თქმით, სამსახურში მისულ თანამშრომლებს ოთახის კედელსა და ჭერზე ნასროლი ლაყე კვერცხები დახვდა.



„პარასკევს, სამუშაო საათების მერე, დავკეტეთ ამბულატორია და წავედით. ორშაბათს დილით, სადღაც ასე 11:10 საათზე შევედი საპირფარეშოში ხელების დასაბანად და ვიგრძენი, რომ საშინელი სუნი იდგა. დავიხედე დაბლა კვეცხია დაქცეული. ვიკითხე, რომელმა შემოიტანეთ -მეთქი. შემდეგ ავიხედე და დავინახე ყველა კედელი მოსვრილი იყო კვერცხით. ასევე სარკმელზე, საიდანაც შემოაგდეს, იყო კვერცხის ნაჭუჭები. რა თქმა უნდა, დავუკავშირდი სოფელში მერის წარმომადგენელს, მოვიყვანე ადგილზე და შემდგომ გამოვაძახებინე პოლიცია. მოვიდა პოლიცია, შედგა ოქმი. ეს არ არის შორიდან მოსული ადამიანების მიერ გაკეთებული. როგორც ჩანს, აქ ამბულატორია ვიღაცისთვის მისაღები არაა.“


მერის წარმომადგენელი სოფელ ვეჯინში პაატა გველუკაშვილი ამბობს, რომ, მისთვის უცნობია, ვის შეიძლება ეს ჩაედინა.
„მე არავისზე არ მაქვს ეჭვი, უბრალოდ მივედი და ადგილზე სიტუაცია ვნახე. გარედან იყო რამდენიმე ნასროლი და შიგნით იყო „ფორთოჩკაში“ გადაყრილი. ექიმმა მითხრა იქნებ პოლიციას დაურეკოთო და მეც სამართალდამცავები გამოვიძახე.“

შეგახსენებთ, რომ ვეჯინის ახალი ამბულატორია 10 თვეა, რაც ფუნქციონირებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია