შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვარდების რევოლუციას 74% , 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებას კი 53% კარგ მოვლენად აფასებს - NDI-ის კვლევა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38453 
 21 მაისი 2019

NDI-ის კვლევის თანახმად 2003 წელს მომხდარ ვარდების რევოლუციას 74% კარგ მოვლენად აფასებს, 17% ცუდ მოვლენად, 9%-მა არ იცის და 1% პასუხზე უარს ამბობს.

რაც შეეხება ხელისუფლების ცვლილებას 2012 წელს 53% აცხადებს, რომ ეს კარგი მოვლენა იყო, 34%-ის აზრით ცუდი, 12%-მა არ იცის, 1% უარს ამბობს პასუხზე.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია