შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილის კომპანიას ქუთაისში „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების მოჭრის უფლება მიენიჭა

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 22 მაისი 2019

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას - ასოციაცია „ატუს“ ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისთვის, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების მოჭრის უფლება მიენიჭა. ამის შესახებ მთავრობის 17 მაისის განკარგულებაშია აღნიშნული.

კერძოდ, საუბარია, 60 ძირ „იმერულ მუხასა“ და 49 „ძელქვაზე“. განკარგულების თანახმად, ასოციაცია „ატუ“ ვალდებულია, ტერიტორიაზე მოჭრილი მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით დაასაწყობოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მიღება-ჩაბარების აქტით, კანონმდებლობის შესაბამისად.

ცნობისთვის, აიპ ასოციაცია ატუ – რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, სადაც ბანკი ქართუს ცენტრალური ოფისი.

 რაც შეეხება, ქუთაისში, მუხნარის ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას, ტერიტორიაზე წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქის გაშენება 140 ჰექტარზე იგეგმება. კომპლექსის მშენებელობა, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს, 2016 წელს დაანონსდა.

 

 

bpn.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია