შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხოდა სიკვდილიც მე მეწევა შენამდე. მე ასე მინდა"-ლანჩხუთში გარდაცვლილი ბიჭის წერილი ფეხმძიმე ცოლს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38493 
 23 მაისი 2019

ლანჩხუთში დღეს მომხდარი ტრაგედიის შედეგად ოთხ დაღუპულს შორის ერთ-ერთი, სასწრაფო დახმარების ექთანია.

27 წლის არჩილ კვაჭაძე რამდენიმე თვის წინ დაქორწინდა და მას ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. წყვილი ტყუპებს ელოდებოდა.

ქორწილამდე ერთი დღით ადრე, არჩილმა თავის მეუღლეს პოსტი მიუძღვნა, რომელიც მის ფეისბუკ გვერდზეა დადებული: 

"ხვალ ქორწილი გვაქვს, ჩვენს ორ პატარას ატარებ მუცლით, მე მაინც ვღელავ. ამაღამ უძილო ღამე მიწერია . ჩემი სიცოცხლე მარტო ამ დღისთვის ღირდა, შენ მიწილადე წყალი მწყრვალს, შენ მომაწოდე ლუკმა მშიერს, შენ გიწამე ღმერთად, შენ მასულდგმულებ მე. ჯვარს ვიწერთ და ვიდრე სიკვდილი ვერაფერი დაგვაშორებს ჩვენ. ხოდა სიკვდილიც მე მეწევა შენამდე. მე ასე მინდა. ხვალ კიდე გულო, უპირველესად დედიკოს უნდა ვახარო ჩვენი სიხარული, დედაა ჩემი და თუ არა დედას სხვას ვის გავუზიარო ჩემი ბედნირება"?

ცნობისთვის: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მომხდარმა ავტოკატასტროფამ 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვლილებს შორის არიან ძმები: 45 წლის ვასილ და 24 წლის გიორგი როყვები. ასევე გიორგი როყვას 20 წლის მეუღლე, გარდაცვლილებს შორის არის ძმები როყვების დეიდაშვილი, 27 წლის არჩილ კვაჭაძე, რომელიც ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი იყო. საქმე ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გუშინ, არჩილის გარდაცვლილი დედის დაბადების დღე იყო. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია