შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘გაიცანი ევროპა და განავითარე შენი ქალაქი’ - პროექტის გამარჯვებულები ახალციხიდან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22746 
 23 მაისი 2019
მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, პროექტში ძველი მესხური სოფლის ანალოგი წარმოედგინათ, რომელიც ადიგენის ტერიტორიაზე არსებულ, ტბა თრიალას მიმდებარედ გაშენდებოდა.„მესხური სოფლის მთავარი დანიშნულება ის იყო, რომ წარსულის ელემენტები შერწყმოდა აწმყოს. ტურისტები ადგილზე შეძლებდნენ მესხური კერძების მომზადების პროცესის ყურებას, მონაწილეობას და შემდეგ დაგემოვნებას. გარდა ამისა, გარემო ადაპტირებული იქნებოდა შშმ პირებისთვის“, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ანამარია კოტაძე, რომელიც ჯგუფის სპიკერია.ბიზნეს იდეა მოსწავლეებმა პროექტის „გაიცანი ევროპა და განავითარე შენი რეგიონის“ ფარგლებში მოამზადეს. დასკვნით ღონისძიებაზე მათ საჭირო ფოტო-ვიდეო მასალა, იდეის ელექტრონული ვერსია და ხელით შესრულებული პლაკატი წარადგინეს. „მე ადიგენიდან ვარ და თრიალას ტბაზე ხშირად დავდივარ. ჯგუფში ვიფიქრეთ, რომ ეს ადგილი კარგი იქნებოდა ჩვენი პროექტისთვის. შეესაბამებოდა ყველა პირობას, რომელიც გვინდოდა რომ ჰქონოდა ჩვენს მესხურ სოფელს. არის წყალიც, მთაც და ტყეც“, - ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლე საბა პარუნაშვილი. „წარსული აწმყოში“ პროექტზე მომუშავე მოსწავლეები ახალციხის სხვადასხვა სკოლაში სწავლობენ. ისინი მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები არიან. ანამარია კოტაძე, სალომე ნადიბაიძე, ქეთევან ათოშვილი, ლიკა ზაზაძე, საბა პარუნაშვილი და გიორგი ინასარიძე ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ერთ უბანში ცხოვრობენ, სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს ერთ გუნდად მუშაობა.კაბადოკიის ტურის სრული ღირებულება ერთი მონაწილისთვის 600 ლარია, თანხის ნაწილს 300 ლარს პროექტის ორგანიზატორი იხდის, დანარჩენი თავად მონაწილემ უნდა გადაიხადოს.„ახალციხის მერიას ვთხოვეთ, რომ ტურის ღირებულების ნაწილი დაგვიფინანსოს. ჯერ პასუხი არ მიგვიღია“, – ამბობენ მოსწავლეები.ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ „ამ ეტაპზე საკითხის შესწავლა მიმდინარეობს“.პროექტს „გაიცანი ევროპა და განავითარე შენი ქალაქი“, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით, „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ (ICSU) ახორციელებს. ახალციხიდან პროექტში მონაწილეობა 300-მა მოსწავლემ მიიღო. ბიზნეს იდეა ჯამში 11–მა გუნდმა წარადგინა. საბოლოოდ ორი პირველი, ორი მეორე და ორი მესამე ადგილის მფლობელი გამოვლინდნენ. სამი გამარჯვებული ჟიურიმ დაასახელა, სამი კი მაყურებელმა. საპრიზო ადგილის მფლობელ გუნდებს, 15 ივნისს, კაბადოკიაში გასამგზავრებლად ერთ კვირიანი საგზურები გადაეცათ. განათლების აკადემიაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში კი 2000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. [თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება