შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"იქ, სადაც იწყება აგრესია, მთავრდება აღზრდა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38530 
 25 მაისი 2019

ცნობილი პედაგოგის, შალვა ამონაშვილის, მშობლებთან შეხვერდისას, გაჟღერებული მნიშვნელოვანი გზავნილები: 

დღევანდელი მშობლები ფიქრობენ, რა დაუტოვონ ბავშვს, დააგროვონ ქონება, რათა შვილებს უზრუნველი მომავალი ჰქონდეთ, ამისთვის ისინი ბევრს შრომობენ და მუშაობენ, ის ოქროს წლები კი გარბის, უეცრად აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ დაგვავიწყდა მთავარი, ბავშვის აღზრდა!

თითოეულმა ბავშვმა, თითოეულმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი ბილიკი ცხოვრებაში, ის, სადაც თავს იგრძნობს თავისუფლად და კომფორტულად. ურჩიეთ შვილს პროფესია, მაგრამ არ აურჩიოთ.

დღევანდელი თაობა არის ინდიგო ბავშვების თაობა, ისინი არიან ძალიან ჭკვიანები, ჰიპერაქტიურები, თავმოყვარეები, ისინი არ ეგუებიან პირდაპირ და ხისტ მითითებებს, აკრძალვებს. თუ რაიმე მათთვის არ არის საინტერესო, ისინი არ გაჩერდებიან გაკვეთილზე. თუ მათ მასწავლებელი მეგობრად არ აგულებათ, ისინი შიშის გამო გაკვეთილზე წყნარად არ ისხდებინ. ეს ბავშვები მოვიდნენ ქვეყნად, რათა ჩვენ გავხდეთ უკეთესები, უფრო მოსიყვარულეები, გულისხმიერები, მეგობრულები. ისინი დაუჯერებენ მეგობარს და არა მკაცრ დამრიგებელს. მასწავლებლებო, მშობლებო, გახდით თქვენი შვილების მეგობრები. თანამედროვე ბავშვი ვერ ეგუება ძველი ყაიდის მასწავლებელს. ის სულ სხვა გონებრივი და სულიერი განვითარებისაა. მას ცოდნა უდუღს თავში და არ აკმაყოფილებს ჩვენი შეთავაზებული - „იცოდე, ორიანს დაგიწერ“, „გაგსვამ გარეთ“, „გაჩერდი დროზე! მომისმინე“ და ა.შ. თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი!

იქ, სადაც იწყება აგრესია, მთავრდება აღზრდა.

ჩვენ ვეძებთ კეთილმოწყობილ სკოლებს, როგორებიც არაერთია საქართველოში, მე გირჩევთ მოძებნეთ პედაგოგი, რომელსაც ეყვარება თქვენი შვილი.

ცხოვრებაში ერთი მასწავლებელი ყველასთვის მოდის, სწორედ მან შეიძლება ძირფესვიანად შეცვალოს თქვენი შვილის ცხოვრება უკეთესობისკენ.

მშობლებო, ნუ მოსთხოვთ სკოლას მხოლოდ ცოდნას, გაუმართეთ დიალოგი. როდესაც სკოლაში მიხვალთ, ნუ ილაპარაკებთ ნიშნებზე, ილაპარაკეთ იმაზე თუ როგორი ადამიანი იზრდება თქვენი შვილი. უყვარს თუ არა მეგობრები, არის თუ არა კეთილი, არის თუ არა გულისხმიერი და ა.შ  ორიანები და ხუთიანები არ ქმნიან ადამიანს. პირიქით, აუბედურებენ.

mshoblebi.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია