შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილე გრანდიოზულად აღინიშნა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38541 
 26 მაისი 2019

საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილე ოზურგეთში გრანდიოზულად აღინიშნება.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.

სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები თეატრალურ მოედანზე მიმდინარეობს. გამოფენილია მძიმე ტექნიკა, ასევე, საბრძოლო იარაღებისა და 1918-1921 წლების საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ამსახველი დოკუმენტური ფოტომასალა. 
ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ საქართველოს რეგიონების კულინარიულ მრავალფეროვნებას, ტრადიციებსა და გარემოს დაცვის სფეროში გამორჩეული და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიულ მონაცემებს.

მოწყობილია საბავშვო ზონები, იმართება თექისა და ხალხური რეწვის ნიმუშების, ასევე უძველესი გურული ვაზის ჯიშებისაგან წარმოებული ღვინისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

14:00 საათიდან დაიწყება ქორეოგრაფოიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. დატვირთული საკონცერტო პროგრამით მაყურებლის წინაშე ანსამბლი „ერისიონი“ წარსდგება.

20:00 საათზე გაიმართება გალა კონცერტი - სალომე ბაკურაძის , ნოდიკო ტატიშვილის, დათუნა მგელაძის, სოფო ხალვაშისა და , ჯგუფი "ალეგროს" მონაწილეობით.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასევე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია