შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქის სასამართლომ 27 წლის კაცი პატიმრობაში დატოვა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22785 
 27 მაისი 2019

ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში კიმ კუგოიანის სასამართლო პროცესი დღეს, 27 მაისს ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.მოსამართლე მალხაზ ენუქიძემ კუგოიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, საქმის განხილვა ორ თვეში გაგრძელდება.პროცესზე ბრალდებულის ადვოკატი ვასილ ბალახაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5000 ლარიანი გირაოთი გამოშვებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული კიმ კუგოიანი ახალქალაქის ცენტრალურ პარკში 24 მაისს დააკავეს.უწყების ინფორმაციით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია. კუგოიანის დაკავებიდან მეორე დღეს, მისმა ახლობლებმა ახალქალაქის პოლიციის სამმართველოსთან, მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს. დაკავებულის ახლობლები აცხადებდნენ, რომ 27 წლის ბიჭს "პილიციამ იარაღი ჩაუდო" მოგვიანებით დაკავებულის მამა სამმართველოს უფროსს შეხვდა, რის შემდეგაც აქცია დაიშალა.შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია