შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ისწავლე ყოველი წამის ფასი“ - მამა პეტრე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38554 
 27 მაისი 2019

მამა პეტრე (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„გულისტკივილებს მხოლოდ სუსტები ითვლიან... არადა, რა კარგად შეგიძლია წყენის, გაბრაზების გარეშე იცხოვრო... სახე მზეს მიუშვირე და აივსე დადებითი ენერგიით... აპატიე, ყველაფერი აპატიე იმას, ვისაც მეტი არ ესმის... თუნდაც ვერ ხვდებოდეს, რა დააშავა... მით უმეტეს, აპატიე და გაიარე... იმასაც ვერ მიხვდება, რაზე იქნები ნაწყენი... არ გინდა გარჩევები და გულისწყრომები... ისედაც ბევრი დრო დაკარგე უაზროდ!.. სამყაროს და საკუთარი თავის შესაცნობად ერთი სიცოცხლე არ კმარა... შენ კი იმ ერთს და ყველაფერზე ძვირფას სიცოცხლეს უსიყვარულო და მედროვე ადამიანებში ატარებ...
ვისაც ჰგონია, რომ გიყენებს... შენ ისედაც იცი, რომ ასეა, რაც შეგიძლია გაუკეთე, მაგრამ მეგობრად არ მიიღო... ვინც ანგარებით გიახლოვდება, ის ვერასდროს იქნება შენი მეგობარი... ნუ დამძიმდები, გათავისუფლდი არაფრისმომცემი გარემოებებისაგან და ისწავლე ყოველი წამის ფასი... წლებს ვერასდროს დაიბრუნებ... იმ წლებს, რომლითაც შეგეძლო სინათლით სავსე პერიოდი აგეგო და შენ მხოლოდ დეპრესიაში გაატარე!..“

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია