შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დედოფლისწაროს მუნიციპალიტეტში ექვსი ამბულატორიის რეაბილიტაცია განხორციელდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30782 
 28 მაისი 2019

დედლოფლისწაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის, ფიროსმანის, ზემო მაჩხაანის, ქვემო ქედის, გამარჯვებისა და არხილოსკლაოს ამბულატორიებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
როგორც speqtri.ge-ს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ფხოველშვილმა განუცხადა, ამისთვის 104 000 ლარია გათვალისწინებული.

-„ფიროსმანის, ქვემო ქედის, ზემო ქედისა და არხილოსკალოს ამბულატორიებს მცირე შეკეთება სჭირდება. ახლა მაგ სოფლებში გაზიფიცირება მიმდინაროებს და გვინდა ამბულატორიებშიც ვუზრუნველყოთ ბუნებრივი აირით. გამარჯვების სამედიცინო დაწესებულებას უფრო მასშტაბური რეაბილიტაცია სჭირდება. სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდება,“

ფხოველშვილის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის პროექტის შესყიდვა მიმდინარეობს, რეაბილიტაცია კი სავარაუდოდ ივნისში დაიწყება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია