შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გამოფხიზლების დროა, შეგნებული მტრები არიან ქვეყნის" - მამა საბა ხელისუფლებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38558 
 27 მაისი 2019

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარება - სასულიერო პირები კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ.

მამა საბამ ქადაგების დროს საქართველოს მთავრობა მკაცრად გააკრიტიკა და გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრა. მან ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს "მტრულიც" უწოდა.

მამა საბას თქმით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწესებული შეზღუდვები არასწორია. ის ხელისუფლებას აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ და ვითარების მოგვარებისკენ მოუწოდებს.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სამთავრობო დონეზე და უნდა შეწყვეტილიყო ეს ყველაფერი და უნდა უკან დაეხიათ აზერბაიჯანელებს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ასე არ ხდება და ნეტავ, ვისი ბრალია? ჩვენი ბედოვლათი მთავრობის, მე ვიტყოდი ასე და ნებისმიერ მათგანს ვეტყვი ამას პირში. მე ამათ უნიათოებს არ ვეძახი რა, ესენი მტრები არიან, შეგნებული მტრები არიან ქვეყნის და პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე და თუ ეს ასე არ არის, ნებისმიერ მათგანს გამოვიწვევ სატელევიზიო დებატებში.

"გამოფხიზლების დროა, ერთიანი დიდი გამოფხიზლების დროა და ჩვენ გვძინავს, ცუდად გვძინავს ძალიან. ეს მტერი ყველაზე მზაკვრული მეთოდებით, ყველაზე დახვეწილად გვებრძვის ჩვენ, ისე, რომ ძილიდან არ გამოვფხიზლდეთ, გაბრუებულები ვიყოთ, მთვრალები ვიყოთ, აგერ, ნარკოტიკებს გვიკანონებენ, ყველაფერს გვიკეთებენ იმისთვის, ოღონდაც ჩვენ არ გამოვფხიზლდეთ, ოღონდაც არ მივხვდეთ როგორ ვიღუპებით ნელ-ნელა, როგორ გვკლავენ, როგორ გვხოცავენ, როგორ ნელ-ნელა შეყავთ ჩვენში, ჩვენს შვილებში საწამლავი, რომ დაგვხოცონ, გაგვანადგურონ, ოღონდაც ეს ვერ გავიაზროთ და კაიფში გავიპაროთ მთელი ქვეყანა და საერთოდ არაფერს მოგვაკლებენ,“ - განაცხადა მამა საბამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება