შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დღეს დავრწმუნდი რომ ძალიან შორს ვართ ღირსეული ერის წოდებისგან"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38567 
 27 მაისი 2019

,,ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” მთავარი კომიტეტის წევრი გიორგი გოგოლაძე საზოგადოეას დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ულოცავს.

გოგოლაძის განცხადებით, ის საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ ქართველი ერი შორსაა ღირსეული ერის წოდებისგან. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში მოღალატეები მუდამ იყვნენ და იქნებიან, თუმცა მაინც ვერაფერს დააკლებენ საქართველოს.

იმისთვის, რომ ყველა მოღალატის ლუსტრაცია მოხდეს, გოგოლაძე უპრეცედენტო ინიციატივას სთავაზობს მოქალაქეებს. ის ქმნის საიტს, სახელწოდებით sergo.ge – სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება დაწეროს, სამშობლოს მოღალატის, ანტიგმირის შესახებ, რათა სრულად მიეწოდოს მომავალ თაობას ინფორმაცია , მათზე ვინც საქართველოს უღალატა და ქვეყნის მომავალს საფრთხე შეუქმნა.

“გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! 
ბავშვობიდან მქონდა განცდა, რომ სერგო ორჯონიკიძის და რუსული არმიის შემოსვლის კადრები, სადაც აღფრთოვანებული, დამოუკიდებელი საქართველოს მოსახლეობა ესალმებოდა, დადგმული იყო. დღეს დავრწმუნდი რომ ძალიან შორს ვართ ღირსეული ერის წოდებისგან. გავა დრო და ძალიან მძიმე შეფასებას გვარგუნებს მომავალი თაობა (გაუცნობიერებლი თუ გაცნობიერებული მოღალატეების გასაგონად: თქვენაირები, იყვნენ, არიან და იქნებიან, მაგრამ დარწმუნებით გეუბნებით – ვერაფერს დააკლებთ საქართველოს). 
ერთ-ერთი ბრძოლის გზა რაც ამ წამს დაიბადა ჩემს გონებაში, სამუდამო ლუსტრაციაა ყველა მოღალატის სახელის და გვარის, რომ მათმა შთამომავლობამ ზუსტად იცოდნენ “საქმენი მათნი”. საიტს დავარქმევ sergo.ge ან რამე მაგდაგვარს და დომენს ვიყიდი ასი წლით. დაე აკეთეთ საქმენი თქვენნი და შვილიშვილებმა განგსაჯონ ერის “სიყვარულისთვის”. დაე მეც დავილახვრო და ხსენებაც კი ზარავდეს ჩემი სახელის მომავალ თაობას, თუ ქვეყანას განვუდგები” – წერს გიორგი გოგოლაძე სოციალურ ქსელში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია