შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხვალ წინანდალში საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი გაიმართება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30788 
 29 მაისი 2019

ხვალ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, სასტურმო „რედისონ კოლექშენ“-ში კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი გაიმართება.
მასში ოცზე მეტი საერთაშორისო და 150-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. 

ფორუმის მიზანი პოტენციური ინვესტორებისთვის რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობაა.

„ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა რეგიონალურ და გლობალურ დონეზე. ამასთანავე, მონაწილეები საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზებზე იმსჯელებენ. ფორუმის სამუშაო სესიებზე ყურადღება გამახვილდება ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: სოფლის მეურნეობის პოტენციალი კახეთის რეგიონში, საინვესტიციო შესაძლებლობები ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში. ბიზნესფორუმის ერთ-ერთი პანელი განახლებადი ენერგიისა და ბუნებრივი რესურსების სექტორებში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს მიეძღვნება“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ფორუმს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც დაესწრებიან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება