შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როდის და სად აშენდება კახეთის მუნიციპალური ნაგავსაყრელი ისევ უცნობია

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30789 
 29 მაისი 2019

კახეთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის და მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს. ამის შესახებ speqtri.ge-ს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველმა ხათუნა ჩიკვილაძემ განუცხადა.
-„მსჯელობისა და შეხვედრების ეტაპზე ვართ. ვერ გეტყვით კახეთის რომელ მუნიციპალიტეტში აშენდება ნაგავსაყრელი. გადაწყვეტილების მიღებას და საბოლოო შეთანხმებას რამდენიმე თვე დასჭირდება. ქვეყანა გადადის რეგიონულ მოწყობაზე და ყველა რეგიონში იქნება თითო ნაგავსაყრელი, არსებული ნაგავსაყრელები კი დაიხურება, როდის დაიწყება მშენებლობა, არც ამის თქმა შემიძლია ზუსტად, მაგრამ სასურველია გადაწყვეტილება მალე იქნას მიღებული,“- აღნიშნა ხათუნა ჩიკვილაძემ.

მისივე ინფორმაციით, მშენებლობას 1 წელი და რვა თვე დასჭირდება.

პროექტი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში ამბობენ, რომ დამფინანსებელი პირადად გააკონტროლებს აშენების, ოპერირებისა და ლიკვიდაციის საკითხებს.

ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა ორი წელია მიმდინარეობს. მშენებლობის ერთ-ერთ ადგილად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდისა და მელაანის ტერიტორიაც განიხილებოდა, რასაც ადგილობრივები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ და საპროტესტო აქციებს აანონსებდნენ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია