შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თესაუ სტუდენტებს აშშ-ში საზაფხულო სკოლას სთავაზობს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39218 
 29 მაისი 2019

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 10 დღიან საზაფხულო სკოლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, პერნსილვანიაში.

თელავის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ პროგრამის ღირებულებაა 3100 დოლარი, რომელიც მოიცავს საცხოვრებელს, სამჯერად კვებას, სოციალურ და სპორტულ ღონისძიებებს, სუვენირებს, აეროპორტიდან და აეროპორტში ტრანფერს, პროფესიონალთა 24 საათიან მეთვალყურეობას და სამედიცინო დაზღვევას.

ფასში არ შედის თვითმფრინავის ბილეთი, სავიზო მოსაკრებელი ( 160 დოლარი) და აპლიკაციის შევსების ღირებულება ( 50 ლარი).

აუცილებელი მოთხოვნაა, რომ სტუდენტს ამერიკაში არ ჰყავდეს ახლობელი ( დედა, მამა, ძმა, და, ბებია, პაპა.) ამერიკის საკონსულოს არ უნდა ჰქონდეს უარი ნათქვამი მისთვის ვიზაზე (ასეთი აპლიკანტი ავტომატურად მთელს ჯგუფს შეუქმნის საფრთხეს). ჯგუფის ყველა წევრმა უნდა გაითვალისწინოს, რომ არ უნდა დაარღვიოს კანონი და არ უნდა დარჩეს აშშ-ში.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა მიაკითხეთ თესაუს საერთაშოსირო ურთიერთობების სამსახურს. დრო შეზღუდულია. 5 ივნისს პასპორტის ასლი და ელექტრონული სურათი უნდა გადაეგზავნოს მასპინძელ უნივერსიტეტს, მოწვევის წერილების მოსამზადებლად. ამ დოკუმენტებთან ერთად, საჭიროა პროგრამის საფასურის 30 %”, – აცხადებენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საზაფხულო სკოლა 22 აგვისტოს დაიწყება და 1 სექტემბერს დასრულდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია