შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მიხეილ სააკაშვილს ჩვენმა მოსახლეობამ და ხელისუფლებამ ადგილი უკვე განუსაზღვრა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38600 
 28 მაისი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი და დეპუტატი ლევან კობერიძე, უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას ეხმაურება. კობერიძე ამბობს, რომ გადადგმული ნაბიჯის გამო ზელენსკის პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. 

"ვფიქრობ, რომ ზელენსკისაც მოუწევს შესაბამისი პოლიტიკური ფასის გადახდა. არ მგონია, რომ უკრაინაშიც ოპონენტების მხრიდან არ იყოს ეს შეფასებული პოლიტიკურ ჭრილში საკმაოდ მწვავედ",-აცხადებს კობერიძე.

რაც შეეხება კითხვას, თუ რას ნიშნავს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობამ და ხელისუფლებამ ადგილი უკვე განუსაზღვრა.

"მიხეილ სააკაშვილის ადგილი მოსახლეობის გონებაშიც და სამართლებრივადაც არის მკაფიოდ განსაზღვრული. შესაბამისად, ამ ადამიანს აქვს კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობები წაყენებული და თუკი ის საქართველოში მოხვდება, ის ქმედებები იქნება განხორციელებული, რაც არის სამართლებრივ ჩარჩოში",-აცხადებს ლევან კობერიძე

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია