შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოთის პორტს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის წინასწარი ნებართვა გაუუქმდა

ახალი ამბები
წყარო:  მთავარი თემა სამეგრელოში / http://msnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://msnews.ge/news/4000 
 30 მაისი 2019
poti

„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას; ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი სარგებლობის დოკუმენტი, რომელიც გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად — ჩემთან”- ასეთია საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას პირველი კომენტარი, ფოთში ღრმაწყლოვან პორტზე გაცემულ წინასწარ ნებართვასთან დაკავშირებით.

მინისტრი თავის განცხადებაში ასევე საუბრობს პროცედურულ დარღვევებზეც: „გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის ეს დოკმენტი გაცემული. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს დოკუმენტი გაუქმდა და ასევე, სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“.

შეგახსენებთ, რომ «ეიპიემ ტერმინალს ფოთმა» ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

«ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს» – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები
ახალი ამბები
მთავარი თემა სამეგრელოში

ფოთში კერძო სახლი იწვის

ახალი ამბები